ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი გენადი ბესტაევი ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს

16.11.21 17:06
ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი გენადი ბესტაევი ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეს ინსულტი დაემართა და კომაშია.

არსებული ინფორმაციით, ბესტაევი ცხინვალის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

გენადი ბესტაევს ცხინვალის ე. წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. იგი სოფელ ზარდიაანთკარში საკუთარ სახლიდან აიყვანეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას და "ნარკოდანაშაულს" ედავებიან. 

მსგავსი სიახლეები