მიუღებელი და გულდასაწყვეტია უკრაინის ომბუდსმენის არშეშვება სააკაშვილთან - ლომჯარია
უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან არშეშვება მიუღებელი და გულდასაწყვეტია - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის ომბუდსმენთან და მას ასევე ჰქონდა ძალიან კარგი, საქმიანი შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან და ჩემთვის მოულოდნელია და მიუღებელია ის, რომ მას უარი ეთქვა საკუთარი მოქალაქის სანახავად ჩამოსულ უკრაინის სახალხო დამცველს ციხეში შესვლაზე"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს.