გლდანის ციხის საავადმყოფოში ექიმთა ჯგუფი შედის, რომელიც სახალხო დამცველის რწმუნების საფუძველზე შეიქმნა
ამ წუთებში საქართველოს სახალხო დამცველი გლდანის ციხესთან ექიმების ჯგუფთან ერთად მივიდა, რომელთაც დღეს რწმუნება გადასცა. ნინო ლომჯარიას განმარტებით, მას და მის რწმუნებულებს არ სჭირდებათ ნებართვა ციხეში შესასვლელად, მათ ეს დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ.
ომბუდსმენის ინფორმაციით, ექიმებმა უნდა შეამოწმონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ციხის საავადმყოფოში არსებული პირობები.
ექიმები ციხის საავადმყოფოში უნდა შევიდნენ, რათა ადგილზე გაეცნონ, არსებობს თუ არა კლინიკაში ყველა საჭირო აღჭურვილობა და საშუალება, რაც ამ ტიპის პაციენტისთვის იქნებოდა მკურნალობის ადეკვატური საშუალება, არა მხოლოდ შიმშილობის გაგრძელების, არამედ შიმშილობის შეწყვეტის პერიოდში. შესაძლოა, თუ არა პაციენტს ადგილზე გაეწიოს ისეთი ტიპის მკურნალობა, როცა დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება, რასაც ითხოვს სტრასბურგის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში. გაესაუბრებიან პატიმარს, დაეცნობიან მკურნალობის საშუალებას და აღჭურვილობას.
სახალხო დამცველი არასდროს იღებს ნებართვას ციხეში შესვლაზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეგვიძლია შესვლა. ამას კანონი არეგულირებს - აცხადებს სახალხო დამცველი.