ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის - ექიმთა საბჭოს წევრი

17.11.21 02:44
ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის - ექიმთა საბჭოს წევრი

"ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის" - ამის შესახებ განცხადება ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა საბჭოს წევრმა, გიორგი გრიგოლიამ, გააკეთა.
კლინიკა ,,ღია გულის" ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს, რასაც დაწესებულებაში მყოფებიც ადასტურებენ.

მედიკოსი მოშიმშილე პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმებას არ გამორიცხავს.  

ეს ინფრასტრუქტურა არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, სტაფი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან. იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველდღე. მაგრამ უარყოფითი ისაა, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს, რადგან ასეთი რამ არ ყოფილა და ისეთი პაციენტი, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციას, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია. საბოლოო დასკვნებზე ერთმანეთში შევჯერდებით, რადგან სხვადასხვა საქმით ვიყავით დაკავებული. ჩემი პირადი აზრია, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი", - განაცხადა ექიმმა.

 გიორგი გრიგოლიას თქმით,  მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს თერაპევტებს, რადგან ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ დადგა მეტაბოლური ცვლილებები, რომელსაც სჭირდება სწორი კვება. 

ექიმთა საბჭო ციხის სამედიცინო დაწესებულებაში ოთხ საათზე მეტხანს იმყოფებოდა.  ნინო ლომჯარიას თქმით, სავარაუდოდ, უკვე 17 ნოემბერს ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადდება ერთიანი დასკვნა. 

მსგავსი სიახლეები