სააკაშვილს მეტი ღირებულება აქვს საქართველოსთვის, ვიდრე მთელ "ქართულ ოცნებას" - პაატა ბურჭულაძე
მინდა, გავაცნო მსოფლიოს, რომ ჩვენ დღეს გვყავს პოლიტიკური პატიმარი, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში განაცხადა. ბურჭულაძემ ხელისუფლება მავნებლებად მოიხსენია და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთვის უფრო მეტი ღირებულება და დამსახურება აქვს, ვიდრე მთელ "ქართულ ოცნებას".
ჩემის აზრით, ყველამ უნდა გავაკეთოთ, რაც მის ძალებშია, რომ როგორმე გამოვიყვანოთ ჩვენი მესამე პრეზიდენტი ამ რთული მდგომარეობიდან. ჯერჯერობით ჯანმრთელობიდან, რომ გამოჯანმრთელდეს და შემდეგ საერთოდ უნდა გამოვიდეს ის ციხიდან, იმას იმხელა დამსახურება აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომ ციხეს კი არა, ის იმსახურებს ძალიან ლაღ და კარგ ცხოვრებას. ასე რომ, მე როგორც შემიძლია, ჩემი პროტესტი არის შიმშილობა და მინდა, რომ გავაცნო მსოფლიოს, რომ ჩვენ დღეს გვყავს პოლიტიკური პატიმარი. რომელიღაც ერთი ჯილდო რომ ავიღოთ, მთელ „ქართულ ოცნებას“ უდრის და უფრო მეტი ღირებულება აქვს საქართველოსთვის, ვიდრე მთელ „ქართულ ოცნებას“. ასე რომ, ეს ძალიან სიმბოლური ადგილია. მათ არ ესმით, საერთოდ რა არის ქვეყნის მართვა, რა არის ქვეყანა, რა არის მომავალზე ფიქრი, როგორია ხალხზე ზრუნვა. აი, ეს არის. უცოდინრება და მავნებლობა, - განაცხადა ბურჭულაძემ.
მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობა დაიწყო. ის საქართველოში გუშინ დაბრუნდა და პროტესტიც გუშინვე გამოაცხადა.