ვერაფრით ვერ ვნახე ავადმყოფი - ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილის სანახავად ისევ არ შეუშვეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ისევ არ შეუშვეს.
მესამე დღეა, არ მიშვებენ, მიზეზი სხვადასხვაა. ხან დაკავებულია, ხან მითხრეს, მოიცადეთ და ასე შემდეგ. ბოლო მიზეზი მითხრეს, რომ ძალიან გვიანაა და რა საკვირველია, შესვლა სჯობს, გადავდოთ...
არ ვიცი, რას შეიძლება, უკავშირდებოდეს, თუმცა ეს არანორმალური ფაქტია, რომ ვერაფრით ვერ ვნახე ავადმყოფი უკვე მესამე დღეა. ხვალ, ალბათ, მოვალ დილის 11 საათზე და მერე დაველოდები აქ", - განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექიმა.
მისი თქმით, თუ სხვა მედიკოსებს სურვილი ექნებათ, მზად არის მათ შეხვდეს.