ახლა მაინც მიაქციონ ყურადღება - ბესტაევის და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

17.11.21 11:09
ახლა მაინც მიაქციონ ყურადღება - ბესტაევის და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ოჯახი პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. ბესტაევის და  არ გამორიცხავს, რომ ოკუპანტები ტყვეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რამაც თავის დაზიანება გამოიწვია. 

ძალიან მძიმედ არის, მკვლელები არიან, ვინ იცის თავში სცემეს და სისხლიც ჩაექცა, ასულიყვნენ და ენახათ რა ადგილზე ცხოვრობს, რა უჭირს შუქიც არ აქვს კაცს იქ. რამდენჯერ გავაჟღერე რამდენჯერ ვთქვი, მაგრამ არაფერი შეიცვალა, ეხლა მაინც მიაქციონ ყურადღება, თუნდაც ინვალიდი იყოს გამოვიყვან ჩემ ძმას და მე მივხედავ", - ამბობს გენადი ბესტაევის და.

 

მსგავსი სიახლეები