მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი საბოლოო დასკვნას დღეს გაასაჯაროებს

17.11.21 11:19
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი საბოლოო დასკვნას დღეს გაასაჯაროებს

"ციხის საავადმყოფოში  სააკაშვილის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის" - ასეთია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის წინასწარი დასკვნა, თუმცა საბოლოო დასკვნას ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი რამდენიმე საათში გაასაჯაროებს.

ალტერნატიული კონსილიუმის დასკვნას ელოდებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებიც. 

ალტერნატიული კონსილიუმის ვიზიტი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან უაღრესად მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის მონოპოლია, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა დაიწესა მიხეილ სააკააშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ქონაზე, უნდა გაუქმდეს და ჩვენ უნდა მოვისმინოთ არა მიკერძოებული და სუბიექტური სამსახურის პოზიცია მხოლოდ, რომელიც ცალსახად არის მხარე და ახორციელებს პოლიტიკურ დევნას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამ ადამიანის პროფესიონალიზმი არის ერთადერთი გარანტია და ამ ადამიანების სამართლიანი რეკომენდაციები არის ერთადერთი წნეხი, ერთადერთი მექანიზმი იმ წნეხისთვის, რამაც ხელისუფლება უნდა აიძულოს, რომ შეასრულოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და მიხეილ სააკაშვილს  აღმოუჩინოს სათანადო და ადექვატური მკურნალობა, -  თქვა შოთა თუთბერიძემ. 

გლდანის N 18 -ე სამკურნალო დაწესებულებაში დღეს დილიდან მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც, მივიდა, თუმცა უცნობია, შეუშვებენ თუ არა მას მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად.

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი გუშინ მოინახულა. თითოეულ მათგანს ომბუდსმენის რწმუნებულება აქვს, შესაბამისად, მედიკოსები ციხეში შესვლას ნებისმიერ დროს შეძლებენ. 

მსგავსი სიახლეები