"კალაძე სოციალურად დაუცველებს საახალწლოდ "ტუშონკებს" ჩუქნის" - ბესიკ დონაძე

17.11.21 11:53
"კალაძე სოციალურად დაუცველებს  საახალწლოდ "ტუშონკებს" ჩუქნის" - ბესიკ დონაძე

საახალწლო კალათა სოციალურად დაუცველებისთვის-თბილისის მერია მშიერ ხალხს  "ტუშონკებს" ურიგებს.  4 400 ცალ სასაჩუქრე ნაკრების რაციონში, რომელსაც სოციალურად დაუცველები  მიიღებენ, ასევე  შედის: კვერცხი, შესქელებული რძე, ზეთი, შაქარი, შოკოლადის კანფეტი. კორუფციას მკვლევარები მენიუს დაცინვას უწოდებენ. 

რამდენიმე წელია, კალაძე ესე სტაბილურად "ტუშონკას" ჩუქნის ჩვენ სოციალურად დაუცველებს მაშინ, როცა ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, მაშინ როდესაც პრემია-დანამატებზე არ კეთდება თანხის დაზოგვა და საკმაოდ დიდი თანხები არის არჩევნების პერიოდში დამატებით პრემიები გაცემული.  ეს არის აგდებული დამოკიდებულება, როცა მათ გეგმაში სოციალურად დაუცველების კვება პრიორიტეტი და პირველი საზრუნავი არ არის. რაც დარჩება იმ ხალხს ის შეხვდება", - ამბობს ბესიკ დონაძე. 

ეს არის მათი დაცინვა,  ნამდვილად არის ბიუჯეტი საკმარისი იმისთვის, რომ მათ ღირსეული სადილი შესთავაზო, მაგრამ მათთვის პრიოროტეტი არის საკუთარი კეთილდღეობა და ურჩევნიათ, ეს თანხა სახლში წაიღონ, ვიდრე მათ მოახმარონ", - ამბობს ენმ-ს წევრი და "მედგიდის" დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე.  

მსგავსი სიახლეები