უკრაინის სახალხო დამცველმა სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ეუთოს, გაეროსა და ევროსაბჭოს მიმართა

17.11.21 11:24
უკრაინის სახალხო დამცველმა სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ეუთოს, გაეროსა და ევროსაბჭოს მიმართა

უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ, სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ეუთოს, გაეროსა და ევროსაბჭოს მიმართა.

უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს უმაღლეს კომისარს, მიშელ ბაჩელეტს, ეუთოს ხელმძღვანელს, ან ლინდეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს, გაეროს წამების პრევენციის კომიტეტს, წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური, ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის პრევენციის ევროპულ კომიტეტს, ადამიანის უფლებათა დამცველ 9 საერთაშორისო ორგანიზაციას უკრაინაში და უკრაინაში აკრედიტებულ 78 დიპლომატიურ მისიას", - წერს უკრაინის სახალხო დამცველი. 

ლუდმილა დენისოვა იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღების გამახვილება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის, უსაფრთხოების, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს. 

სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიასაც შეხვდა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები