ოპოზიციიის ლიდერები "ლელოს" ოფისში იკრიბებიან
ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები "ლელოს" ოფისში იკრიბებიან. ადგილზე უკვე მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიაც. ოპოზიციის ლიდერები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელებენ და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. "ლელოს" წევრის, საბა ბუაძის, თქმით, კონსულტაციები კოალიციურ ფორმატში გრძელდება.
ვმსჯელობთ სხვადასხვა ტიპის პროტესტზე, სხვადასხვა ადგილებზე და საბოლოო ჯამში ვმუშაობთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სხვადასხვა გზებით იქნას განმუხტული", - ამბობს საბა ბუაძე.