უწყვეტი პროტესტი - დეპუტატები შიმშილობას აგრძელებენ

17.11.21 11:51
უწყვეტი პროტესტი -  დეპუტატები შიმშილობას აგრძელებენ

უწყვეტი პროტესტი პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოს შენობის ყველა სართულზე დეპუტატები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

დღეს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების შიმშილობის მეოთხე, ელენე ხოშტარიასთვის კი მეთხუთმეტე დღეა. 

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, პარტია "დროას " ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. 

ცნობილია, რომ ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

პროტესტი უფრო და უფრო იკრებს ძალებს და ნებისმიერ შემთხვევაში მიაღწევს იმას, რომ პრეზიდენტი გადაიყვანონ ნორმალურ, სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მას ადეკვატური მკურნალობა გაეწევა.

მე მაინც მგონია, რომ აცნობიერებენ, რასთან აქვთ საქმე, თუ რა შეიძლება, გამოიწვიოს ამ ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებამ - განაცხადა ,,ენმ"-ს წევრმა, თემურ ჯანაშიამ.

მსგავსი სიახლეები