უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ოპოზიციამ პარასკევს მორიგი აქცია დააანონსა
უწყვეყვეტი პროტესტი გრძელდება - ოპოზიციამ პარასკევს, 15:00 საათზე, დედაქალაქში მორიგი აქცია დააანონსა.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, თქმით, მხარდამჭერებთან ერთად 3 ადგილიდან დაიძვრებიან.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნის გარშემო გაერთიანებულები მეტროსადგურების "ავლაბარი", "ვაგზლის მოედანი" და "უნივერსიტეტის" წინ შეიკრიბებიან.
ვაგრძელებთ საპროტესტო მძლავრ, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას! პარტია "ლელომ", "ნაციონალურმა მოძრაობამ", "გირჩი-მეტი თავისუფლებამ" და "დროამ" მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს პარასკევს, 3 საათზე, თბილისში, 3 განსხვავებული გეოგრაფიული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია, რაც გინდათ, ის დაარქვით.
გელოდებით 15:00 საათზე მეტრო "ავლაბართან", სადაც შეიკრიბება ენმ-ის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი, მეტრო "ვაგზლის მოედანთან" იმავე დროს, 3 საათზე, მსვლელობას სათავეში ჩაუდგება პარტია "ლელო" და არა მხოლოდ, მესამე ლოკაცია მეტროსადგური "უნივერსიტეტია", "ვაჟა-ფშაველას" გამზირის ბოლოში. მსვლელობას სათავეში ჩაუდგება "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა"- განაცხადა ნიკა მელიამ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე.