დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - ოპოზიცია ხელისუფლებას მორიგ თაღლითობაში ადანაშაულებს
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში. ოპოზიცია ხელისუფლებას მორიგ პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებს.
,,ქართულმა ოცნებამ" მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დამტკიცება საკრებულოს ძველი შემადგენლობით დაიწყო, რასაც ოპოზიციის მწვავე პროტესტი მოყვა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოს შემადგენლობით უნდა მოხდეს. ამ საკითხზე საგანგებო განცხადება გახარიას გუნდმაც გააკეთა.
ვინაიდან, უკვე განხორციელდა ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება, მოვუწოდებთ ,,ქართულ ოცნებას", პატივი სცენ ამოიმრჩევლების ნებას და არ მოახდინონ ბიუჯეტის დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, ამასთანავე, მოვუწოდებთ ცესკო-ს, მოიწვიოს ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები, რათაა ისინი მუშაობას შეუდგნენ - აცხადებს გახარიას გუნდის წარმომადგენელი, მიხეილ დაუშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ცესკო-მ ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა, ამ დრომდე არ შემდგარა საკრებულოების სხდომები, შესაბამისად, მუშაობას აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ძველი შემადგენლობა.
ოპოზიციის განმარტებით, ხელისუფლება საგანგებოდ არ ნიშნავს საკრებულოს ახალი შემადგენლობის სხდომებს, რათა 2022 წლის ბიუჯეტი ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცოს. იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტს არ დაამტკიცდება, კანონით, შესაძლოა, კონკრეტულ თვითმმართველობის ერთეულში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.