ყველას თვალწინ ხდება ქვეყნის კურსის შეცვლა - ხაზარაძემ საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა

17.11.21 12:53
ყველას თვალწინ ხდება ქვეყნის კურსის შეცვლა - ხაზარაძემ საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა

ყველას თვალწინ ხდება ჩვენი ქვეყნის კურსის შეცვლა, ამას არ დავუშვებთ - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციის ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ოპოზიციონერმა პარასკევს დაანონსებულ აქციას ზეპარტიული უწოდა და საზოგადოების წარმომადგენლებს შემოერთებისკენ მოუწოდა. 

მოგიწოდებთ ყველას, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, პოეტებს, ექიმებს, სპორტსმენებს - შემოგვიერთდით. ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ზეპარტიული ღონისძიება იმიტომ, რომ საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის კურსს. სად იქნება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები იქნებიან თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეები თუ ისევ მოსკოვში გადაწყდება, როგორი ფილმი უნდა იქნას გადაღებული საქართველოში"- თქვა ხაზარაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები