„ოცნების“ წევრები სოციალურად დაუცველთა ბაზის გაფილტვრაზე კითხვებს არ პასუხობენ
რატომ გადაწყდა საჭირო სოციალურად დაუცველთა ბაზის გაფილტვრა და იყო თუ არა აქამდე ეს სიები ხელოვნურად გაბერილი? ამ კითხვით "პირველებმა" "ოცნების" წარომადგენლებს მიმართა. ივანიშვილის გუნდის წევრები კითხვებს არ პასუხობენ. ერთადერთი, ვინც ჩვენი კითხვის საპასუხოდ მოკლე კომენტარი გააკეთა, ნიკოლოზ სამხარაძე იყო. "ოცნების" დეპუტატმა მედიისგან არჩევნების შედეგების აღიარება მოითხოვა და თქვა, რომ კითხვებზე პასუხებს მხოლოდ ამის შემდეგ გაგვცემდა.
ყველა კითხვაზე გიპასუხებთ, როდესაც თქვენ აღიარებთ არჩევნების შედეგებს, - თქვა სამხარაძემ.
სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის წესები იცვლება — საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, იმ ოჯახებს, რომელთა წევრების შემოსავალი განსაზღვრულ ზღვარს გადააჭარბებს, სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრაცია შეუწყდებათ.
შესაბამის დოკუმენტს ხელი ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.