IDFI-ის შეფასებით, სააკაშვილის საქმეების განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს
,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს.
იქნება შთაბეჭდილება, რომ სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დასახელებულ საფრთხეებს ეპყრობა, როგორც საყოველთაოდ დადასტურებულ ფაქტებს, რომლებიც დამატებით გამოკვლევას არ საჭიროებენ. ამ პირობებში, სასამართლო კარგავს თავის კონსტიტუციურ ფუნქციას და ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება სრულად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ხდება დამოკიდებული.
სააკაშვილის საქმეებზე მიმდინარე სამართლებრივი პროცესების ლეგიტიმაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბრალდებულმა შეძლოს კონსტიტუციით და კანონით მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით ეფექტურად სარგებლობა. ვფიქრობთ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ამ მხრივ, სამართლიანი სასამართლოს უფლებაა.
სამწუხაროდ, სასამართლო ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტის - მსჯავრდებული სასამართლოს წინაშე წარდგომის უფლების რეალიზებას. კერძოდ, ბადრაგირების დამაბრკოლებელი გარემოებების მართლზომიერება საქმის განმხილველ სასამართლოს ამ დრომდე არ გამოუკვლევია და არც შესაბამისი სამართლებრივი შეფასება გაუკეთებია. აღნიშნული აზიანებს, როგორც ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას, ისე სასამართლოს რეპუტაციასა და სასამართლო სხდომის საქვეყნოობის პრინციპს, ასევე ამკვიდრებს საფრთხის შემცველ პრეცედენტს.
მოვუწოდებთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება სასამართლოს პროცესებზე;
მოვუწოდებთ სასამართლო ხელისუფლებას, სათანადოდ გამოიკვლიოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში წარუდგენლობის საფუძვლები, შეაფასოს ბრალდებულის უფლების შეზღუდვის მართლზომიერება და მიიღოს ზომების ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად", - წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება სასამართლოს პროცესებზე, ასევე, მოუწოდებს სასამართლო ხელისუფლებას, სათანადოდ გამოიკვლიოს სააკაშვილის სასამართლოში წარუდგენლობის საფუძვლები, შეაფასოს ბრალდებულის უფლების შეზღუდვის მართლზომიერება და მიიღოს ზომები ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად.