საგანგაშოა კალიუმის დაბალი მაჩვენებელი... შესაძლოა, გულის უეცარი გაჩერება გამოიწვიოს - ექიმი სააკაშვილზე

17.11.21 13:23
საგანგაშოა კალიუმის დაბალი მაჩვენებელი... შესაძლოა, გულის უეცარი გაჩერება გამოიწვიოს - ექიმი სააკაშვილზე

დაბალმა კალიუმმა შეიძლება, გულის უეცარი გაჩერება გამოიწვიოს - ამის შესახებ ექიმი-კარდილოგი, გიორგი პაპიაშვილი, აცხადებს. პაპიაშვილი სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის წევრია, რომელმაც გუშინ ჯგუფის სხვა მედიკოსებთან ერთად  მესამე პრეზიდენტი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულა.

ექიმი მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის ასეთი საგანგაშო მონაცემით მესამე პრეზიდენტი ამ დროისათვის  ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას უნდა გადიოდეს. 

ცალსახად, ის ნამდვილად შიმშილობს, ამაზე მინდა, რომ არანაირი კითხვის ნიშანი აღარ იყოს. ამას არავინ არ უარყოფს, თვითონ ციხის პერსონალიც, რომ ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო არის მისი კალიუმის დაბალი მონაცემი. დაბალმა კალიუმმა შეიძლება, გამოიწვიოს გულის ძალიან მძიმე არითმიები, მათ შორის, ისეთი ტიპის არითმიაც, რომელსაც უეცარი გულის გაჩერება მოჰყვება. შესაბამიად, ასეთი დაბალი კალიუმის შემთხვევაში პაციენტი ზოგადად უნდა იყოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უკვე, რომ მიდიოდეს ინტენსიური მკურნალობა, - ამბობს გიორგი პაპიაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ექსპერტთა საბოლოო დასკვნას რამდენიმე საათში გაასაჯაროებს. 

მსგავსი სიახლეები