თქვენი საქმე კარგად მოგვარდა და სახლში თბილად ხართ - ვაჟა გაფრინდაშვილი მღებრიშვილსა და გახელაძეს მიმართავს

17.11.21 13:38
თქვენი საქმე კარგად მოგვარდა და სახლში თბილად ხართ - ვაჟა გაფრინდაშვილი მღებრიშვილსა და გახელაძეს მიმართავს

ოკუპირებული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი გენადი ბესატევის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ინფორმაცია ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა გაავრცელა. გაფრინდაშვილი მიმართავს ყველა იმ პირს, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რომ გაერთიანდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

მინდა, მივმართო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თუნდაც ერთხელ იყო დაკავებული ოკუპანტების მიერ, პირველ რიგში, მღებრიშვილსა და გახელაძეს. არ შეიძლება, რომ  შენი საქმე კარგად მოგვარდა და სახლში თბილად ხარ და შენი თანამოქალაქეები, რომლებსაც ხვალ ელოდება იგივე, მათზე არ შეიწუხო თავი", - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ თბილისში გადმოიყვანეს, მძიმეა. 52 წლის  ბესტაევი  ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მკურნალობს.

ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის ექიმის თქმით, ბესტაევს გვიან ღამემდე ოპერაცია უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ის მედიკამენტორზურ კომაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს არასტაბილური ჰერმოდინამიკა აქვს. 

გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო რეჟიმმა და დე ფაქტო პრეზიდენტმა კი ცხინვალის ციხის უკანონო  პარტიმარი 2 წლიანი ტყვეობის შემდეგ  მხოლოდ მას შემდეგ შეწიყალა, რაც ის გონებადაკარგული ციხის საკანში იპოვეს და მისი გადარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

 

მსგავსი სიახლეები