რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან ახალი საგუშაგო მოაწყვეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ კირბალთან ახალი საგუშაგო მოაწყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ავრცელებს. მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები განთავსების არეალს აფართოებენ, ხელისუფლება კი ამ უკანონო ქმედებას ისევ დუმილით პასუხობს.
აღმოვაჩინეთ ახალი საგუშაგო, რომელსაც რუსები აშენებენ სოფელ კირბალში. ეს გახლავთ დაახლოებით 200 მეტრი ოკუპაციის ხაზის შიგნით და ნიშნავს იმას, რომ რუსები აფართოვებენ და უფრო მასშტაბურს ხდიან თავის იქ ყოფნას, - თქვა ქაცარავამ.
ადგილორბივები ამბობენ, რომ ოკუპანტები სააქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოველდღიურად ჩნდებიან, რაც სოფელში ცხოვრებას საშიშს ხდის.
მანდ დგანან რუსები, საქონელს ვერ ვუშვებთ. გაივლი და აყვანილი ხარ. პირადად ჩემი მეუღლე დაჭერილი იყო. ათრევდნენ იქით და არაფრის დიდებით არ გაჰყვა. საშიშია, ყველანაირად საშიშია. ოკუპანტები თითქმის ყოველდღე ჩნდებიან, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.