შიმშილობის მე-15 დღეს კობახიძე, მდინარაძე და პაპუაშვილი ხოშტარიას სანახავად მივიდნენ
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ორაკლი კობახიძე პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოიშტარიას მოსანახულებლად მივიდა. დეპუტატის ნახვის სურვილი გამოთქვეს მამუკა მდინარაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
"დროას" ლიდერი გუშინ "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატებმა მოინახულეს. ელენე ხოშტარიას ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები, დიმიტრი ხუნდაძე, დავით სერგეენკო და მიხეილ სარჯველაძე შეხვდნენ.
რამდენიმე დღის წინ ხოშტარია სოზარ სუბარმა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მოინახულეს.