თუ დამავალებენ, შევალ, ჯერ საჭიროება არ დამდგარა - ჯაღმაიძე სააკაშვილთან შესვლაზე
პატრიარქის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, ის მესამე პრეზიდენტთან ციხეში შესვლის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ტვ პირველის" "დღის ამბების" ეთერში ისაუბრა.
თეორიულად შემიძლია შევიდე, თუმცა ორმხრივი სურვილი უნდა იყოს ჯერ ერთი, შევიდე ადამიანთან ვისაც არ უნდა საუბარი, არ ვიცნობ ჯერ ერთი. თუ რამეს დამავალებს საპატრიარქო და ეს მექნება გადასაცემი რა თქმა უნდა შევალ. ჯერ ამისი არც მოთხოვნა და არც საჭიროება არ დამდგარა", - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.