მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა შანტაჟის ფორმაა - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა შანტაჟის ფორმაა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაფერი მესამე პრეზიდენტის ხელშია და შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, პროტესტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარიც შეწყვეტს.
ეს არის სტრასბურგიოს სასამართლოს ძალიან მკაფიო მოწოდება , რომელსაც სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი არ ასრულებს. რომ შეასრულოს ეს მოწოდება სააკაშვილმა, ბუნებრივია, ყველაფერი შეიცვლება, თუმცა ეს არის შანტაჟის ფორმა, რომელსაც ის იყენებს, ეს არის ძალიან სამწუხარო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ხელში. მას შეუძლია შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება. ამ შემთხვევაში ის შეწყვეტს შიმშილობას და ელენე ხოშტარიც შეწყვეტს შიმშლობას, მაგრამ ის ამას არ აკეთებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან და ზოგადად ყველაფერთან, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას, - თქვა კობახიძემ.
მმართველი გუნდის ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ პარლამენტში მოშიმშილე ოპოზიცინერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია მოინახულეს.