"მილიონ ადამიანს უშიმშილია საქართველოში, არავის სჭირდება არავითარი მულტიფუნქციური კლინიკა" - კობახიძე
"მილიონ ადამიანს უშიმშილია საქართველოში, არავის არ სჭირდება არავითარი მულტიფუნქციური კლინიკა", - მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა არ ესაჭიროება.
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას შემდეგი გადაყვანის პირობით. მითუმეტეს შიმშილობის შემდეგ, ყველა ძალიან კარგად ხვდება, მილიონ ადამიანს უშიმშლია საქართველოში, არავის არ სჭირდება არავითარი მულტიფუნქციური კლინიკა, რომ გაიაროს რეაბილიტაცია. ერთადერთი რაც სჭირდება ადამიანს შიმშლობის შემდეგ, ეს არის სათანადო დოზირება საკვების, - თქვა კობახიძემ.