"საჭიროა კონსენსუსი" - საია-ს ხელმძღვანელმა ელენე ხოშტარია მოინახულა

17.11.21 15:10
"საჭიროა კონსენსუსი" - საია-ს ხელმძღვანელმა ელენე ხოშტარია მოინახულა

საია-ს ხელმზღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა პარლამენტში მოშიმშილე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია მოინახულა. სიმონიშვილი  კონსენსუსის მნიშვნელობაზე საუბრობს და პოლიტიკოსებს შორის დიალოგის აუცილებლობას ხედავს. 

თუ შიმშილობა ასე გაგრძელდება, შეიძლება უფრო მეტად მძიმე მდგომარეობა  ვიხილოთ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს საკითხი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანს, ისეც მაწუხებს. საჭიროა კონსენსუსი, შეთანხმება, ეს სისუსტე არ არის. აუცილებელია პოლიტიკოსებმა დაილაპარაკონ ამ საკიტხის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ის პოლიტიკური კრიზისი რაც არის ქვეყანაში, მათ შორის, მიხეილ სააკაშილთან დაკავშირებულ საკითხს, - თქვა სიმონიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები