მამა ანდრია ამბობს, რომ სააკაშვილს რამე რომ მოუვიდეს, თავად იქნება პასუხისმგებელი

17.11.21 14:41
მამა ანდრია ამბობს, რომ სააკაშვილს რამე რომ მოუვიდეს, თავად იქნება პასუხისმგებელი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს "ტვ პირველის" ეთერში გამოეხმაურა.

"დღის ამბების" ჟურნალისტის კითხვეზე, "მართლა რომ რამე მოხდეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ვინ იქნება პასუხისმგებელი", სასულიერო პირი პასუხობს: "ალბათ, თავად იქნება პასუხისმგებელი". 

მან გადაწყვიტა შიმშილობა, არ ავალდებულებენ შიმშილობას. ჩვენ ხომ ვუთხარით მას, საპატრიარქოს რაც შეეხებოდა, ჩვენ მას მოვუწოდეთ და ნებისმიერ მოშიმშილე პატიმარს მოვიწოდებთ, რომ ეს არის მისი სიცოცხლისთვის საზიანო"- თქვა სასულიერო პირმა. 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იქვე ამბობს, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს სათანადოდ უმკურნალონ.

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, მამა ანდრიას თქმით,  "ჭიდაობაში" არ ჩაერევა: 

გადაიყვანო, უკვე არის პოლიტიკური განცხადება, რადგან აქ არის მთელი ჭიდაობა. ნუ ჩამრთავთ", - დასძინა მან. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები