"მოვამზადებ მიმართვას ევროსასამართლოსთვის" - უკრაინის ომბუდსმენმა საქართველო დატოვა

17.11.21 15:19
"მოვამზადებ მიმართვას ევროსასამართლოსთვის" - უკრაინის ომბუდსმენმა საქართველო დატოვა

უკრაინის სახალხო დამცველმა საქართველოს დატოვა. გამგზავრებამდე  ლუდმილა დენისოვამ მედიასთან მოკლე განცხადება გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეშფოთებულია. 

ომბუდსმენი თვლის, რომ  როგორც ჩანს, ხელისუფლებას დასამალი აქვს, რადგან მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. მისი თქმით, სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობასთან  დაკავშირებით ევროსასამართლოს მიმართავს. 

ვფიქრობ, რომ როდესაც ქვეყანა არ უშვებს ომბუდსმენს მისი ქვეყნის მოქალაქესთან ციხეში იმ დროს, როდესაც ეს მოქალაქე ითხოვს სწორედ ამ ომბუდსმენთან შეხვედრას, ვვარაუდობ, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას რაღაც აქვს დასამალი. მე ვნახავდი სააკაშვილს და ჩემი შეფასება მექნებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მე მასთან არ შემიშვეს, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ მონაცემებით უნდა ვიხელმძღვანელო, რასაც მაწვდიან ექიმები, ექსპერტები და ის კომისია, რომელიც მას გუშინ შეხვდა. მე მივცემ შეფასებას და დავწერ დამოუკიდებელ დასკვნას, ასევე მოვამზადებ მიმართვას ევროპული სასამართლოსთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ციხის ექიმიც კი უკვე საუბრობს, რომ ვითარება უარესდება და შესაძლოა, კრიტიკულიც გახდეს. ახლახანს გავიგეთ, რომ ექსპერტ-ექიმთა ჯგუფი ამზადებს დასკვნას, რომ ამ საავადმყოფოში სააკაშვილის დატოვება ამ ვითარებაში მიზანშეწონილი არ არის. დღეს უკვე შიმშილობის 48 დღეა, ადამიანი უკვე კრიტიკულ მდგომარეობაშია და ეს სახიფათოა, - განაცხადა დენისოვამ. 

 

მსგავსი სიახლეები