"არ მოგაკვლევინებთ!" - ქალთა საინიციატივო ჯგუფი გლდანის ციხესთან აქციას მართავს
"არ მოგაკვლევინებთ!" - გლდანის ციხესთან ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მესამე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ქალების სათქმელია ის, რომ ადამიანი სიცოცხლე ხელშეუხებელია. ჩვენ, ქალები ვართ, სწორედ სიცოცხლის საწყისი და დაუშვებლად მიგვაჩნია სიცოცხლის მოსპობა ნებისმიერი ადამიანის, ამ შემტხვევაშ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ წამების ქვეშ იმყოფება ეს ადამიანი, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელზეც ხელი აქვს მოწერილს საქართველოს ავალდებულებს მის მთავრობას, რომ ეს ადამიანი არ იყოს წამების ქვეშ, მისი სიცოცხლე იყო დაცული და ეს ასე არ არის. ამის მაგივრად, ხელისუფლება ამ დაწესებულების ექიმებს ახოცავს ხელს და აპირებს მათ დააბარლოს თუ რამე მოხდება. მოვუწოდებთ მათ, რომ სწორედ მათ უზრუნველყონ სააკაშვილის გადაყვანა, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.