ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - პოლიცია მოშიმშილეების გაყვანას ცდილობს

17.11.21 15:36
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - პოლიცია მოშიმშილეების გაყვანას ცდილობს

ხმაური და დაპირისპირებაა ზუგდიდის საკრებულოში. ამ წუთებში პოლიცია ზუგდიდის საკრებულოს შენობის დარბაზიდან  მოშიმშილეების გაყვანას ცდილობს. ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. 

აპირებენ თავისივე მოშიმშილე  თანაქალაქელების, რომლებიც 3 დღეა შიმშილობენ, გამოთრევას", - ამბობს ანი წითლიძე. 

ბოლო ინფორმაციით, ზუგდიდში, ენმ-ს ფრაქციის დარბაზში მოშიმშილე დეპუტატებმა და ექიმმა მალხაზ ჯალაღონიამ საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს. ისინი ამიერიდან სწორედ ამ ოთახში იშიმშილებენ.

მოშიმშილე დეპუტატები ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას  2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მიღების საშუალებას არ მისცემენ. 

მსგავსი სიახლეები