მიხეილ სააკაშვილი ამირან გამყრელიძეს და დავით სერგეენკოს მადლობას უხდის
მიხეილ სააკაშვილი პოზიციის დაფიქსირებისათვის ამირან გამყრელიძეს და დავით სერგეენკოს მადლობას უხდის. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ, განაცხადა.
ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პოლიტიკურ შეხედულებებზე უფრო მაღლა დააყენა პროფესიული და სამოქალაქო ეთიკა და დააფიქსირა საკუთარი გულწრფელი პოზიცია, მათ შორის ბატონ გამყრელიძეს და სერგეენკოს, რომლებმაც განცხადებები გაავრცელეს ამ თემაზე, ეს პრეზიდენტის პოზიციაა", - თქვა შოთა თუთბერიძემ.