რუსთავის საკრებულოში მოშიმშილეთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს

17.11.21 15:50
რუსთავის საკრებულოში მოშიმშილეთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს

მესამე დღეა, რაც რუსთავის საკრებულოს შენობაში ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები შიმშილობას განაგრძობენ. პროტესტის ამ ფორმის გამოხატვის მსურველების რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. ამ დრომდე მოშიმშილეთა სანახავად არ მისულან კოლეგები მმართველი პარტიიდან.

უკვე მესამე დღეა, ვშიმშილობთ და ჩვენთან არ მოსულან საკრებულოს დეპუტატები, ჩვენი კოლეგები. არ გამოუჩენიათ კოლეგიალობა. გვქვს ინფორმაცია, რომ რუსთავის მაცხოვრებელთა ნაწილი მზადყოფნას გამოქვამს, რომ შემოგვიერთდეს. ამას უახლოეს ხანებში ვნახავთ. იმედი მაქვს, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და შიმშილობის საჭიროება არ იქნება - აცხადებს საკრებულოს დეპუტატი. 

 

მსგავსი სიახლეები