პერსონალმა არ იცოდა იმ აპარატურის გამოყენება, რომელიც ამ კლინიკაში სასწრაფო წესით არის მიტანილი - სააკაშვილის ადვოკატი

17.11.21 16:19
პერსონალმა არ იცოდა იმ აპარატურის გამოყენება, რომელიც ამ კლინიკაში სასწრაფო წესით არის მიტანილი - სააკაშვილის ადვოკატი

გლდანის ციხის საავადმყოფოს პერსონალმა იმ აპარატურის გამოყენება არ იცოდა, რომელიც კლინიკაში საგანგებოდ შეიტანეს - განცხადება ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ, განაცხადა. 

ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ და პრეზიდენტი მადლიერებას გამოხატავს იმ კონსილიუმის მიმართ, რომელიც წუხელ ესტუმრა და შეისწავლა. ასევე აღნიშნავს, რომ პერსონალმა უბრალოდ არ იცოდა იმ აპარატურის გამოყენება, რომელიც ამ კლინიკაში სასწრაფო წესით არის მიტანილი და გაოცებული იყო, გაკვირვებული იყო, როცა შეამჩნია, რომ კონსილიუმის წევრებმა როცა ითხოვეს, რომ გაესინჯათ, დიაგნოსტიკა მოეხდინათ, უბრალოდ არ იყო პერსონალი, ვინც ამას გააკეთებდა და ვისაც ეცოდინეობდა, ამ აპარატურასთან როგორ უნდა ემუშავა"- თქვა ადვოკატმა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუთბერიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები, უფრო ზუსტად, კალიუმის მაჩვენებელი, გუშინ იყო კრიტიკულ ზღვარს დაბლა, რამაც, მისივე განცხადებით, შეიძლება, გამოიწვიოს ფატალური შედეგი.

მსგავსი სიახლეები