მზად ვარ შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციისთვის - ხოშტარია შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

17.11.21 16:48
მზად ვარ  შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციისთვის - ხოშტარია შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ხოშტარია აცხადებს, რომ  მან "ქართული ოცნების" ლიდერებს დეტალურად აუხსნა შიმშილობის მოტივაცია.

მზად ვარ აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული და შედეგი არის ვითარების განმუხტვა და არა უბრალოდ ვინმეს მოგება, ან წაგება და კუნთების თამაში, ამიტომ ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი პარტიიდან.

დეტალურად ვესაუბრე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია და ის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც მე არ გადავუხვევ არც ერთ შემთხვევაში", - ამბობს ელენე ხოშტარია. 

მსგავსი სიახლეები