ადამიანი ფიზიკურად განადგურების პირას მიიყვანეს, მორალურად დაანგრიეს -დათუნაშვილი გორში მომხდარზე

29.05.26 00:01
ადამიანი ფიზიკურად განადგურების პირას მიიყვანეს, მორალურად დაანგრიეს -დათუნაშვილი გორში მომხდარზე

ამ სახეებით, პირუტყვის, არაადამიანური გამომეტყველებით, როგორ სიამოვნებას იღებენ, თან ადამიანებს, რომ სცემენ, - ასე აფასებს გორში მომხდარ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი გადაცემა “რეაქციაში“.

მისი თქმით, დღეს მთელი სახელმ წიფო ზუსტად ასე გამოიყურება, როგორც  კადრებში ჩანს.

დღეს მთელი სახელმწიფო ასე გამოიყრუება, როგორც გორში მომხდარი ამბის კადრებშია. ეს არის დიდი ხანი, ცოფიან ძაღლს რომ აუშვებენ ეზოში, ამ სახეებით, პირუტყვის, არაადამიანური გამომეტყველებით, როგორ სიამოვნებას იღებენ, თან ადამიანებს, რომ სცემენ. 2 დღეა ჩვენ რას ვუყურებთ, იმაზე კი არ ლაპარაკობენ, რომ ადამიანი ფიზიკურად განადგურების პირას მიიყვანეს, მორალურად დაანგრიეს, რა შეურაცხყოფაც შეიძლება მიაყენო ადამიანს, რომ თავი პიროვნებად აღარ იგრძნოს, აბსოლუტურად ყველაფერი გაუკეთეს. გალახეს, აგინეს, დაემუქრნენ. ყველაზე საგანგაშო ამ ამბავში არის ის, რომ ამ საზოგადოების მდგომარეობა, როდესაც ხელისუფლება და მისი პროპაგანდის მანქანა, ასე მარტივად აკეთებს ადამიანის გაქრობას, მეორე დღეს, ამ ამბიდან ადამიანი, რომლის ცემაზეცაა საუბარი, გაქრა. მისი ადგილი დაიკავა მამიდამ, ბიცოლამ, თუ დეიდამ, რომლის ინსტრუმენტალიზაცია მოხდა იმის სათქმელად, რომ არავინ მინდა, მამიდას მინდა ვუთხრა, ძვირფასო ქალბატონო, თქვენი ძმიშვილი ახლა იჯდებოდა რომელიმე წინასწარი დაკავების იზოლატორში, სასტიკად ნაცემი, ნეკნებ ჩამტვრეული,  ამაზე არავის ეცოდინებოდა, დიდი ალბათობით 7 -წლიან მუხლს დაუმატებდნენ, რომ არ აღმოჩენილიყვნენ ისინი, ვინც გადაიღეს, - განაცხადა დათუნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები