"იგეგმება საპოლიციო თავდასხმა" - გიგი უგულავას საგანგებო მიმართვა
გიგი უგულავა მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს. სპეციალურ მიმართვაში, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს, ნათქვამია, რომ ფოთის არჩეულ დეპუტატებზე, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყეს, საპოლიციო თავდასხმა იგეგმება.
SOS:
დღეს ჩვენმა თანამებრძოლებმა, ფოთის არჩეულმა დეპუტატებმა, არჩილ ხულორდავამ, ანიტა ჯოჯუამ და ლაშა რუხაიამ, გამოაცხადეს შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. ისინი ,,ენმ"-ს ფრაქციის ოთახში იმყოფებიან.
დღეს 6 საათზე იგეგმება მათზე საპოლიციო თავდასხმა, - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.