ომბუდსმენის შექმნილ ექსპერტთა ჯგუფში თითქმის ყველა პოლიტიკურად მიკერძოებულია - კობახიძე

17.11.21 17:07
ომბუდსმენის შექმნილ ექსპერტთა ჯგუფში თითქმის ყველა პოლიტიკურად მიკერძოებულია - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობაიძე, ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს თავს ესხმის. მისი თქმით, "ჯგუფის თითქმის ყველა წევრი პოლიტიკურად მიკერძოებულია": 

თქვენ იცით, როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ. ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა, რომელშიც ვხედავთ, რომ თითქმის ყველა წევრი ამ ჯგუფის არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება მათი არაერთი საჯარო განცხადებით. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან ძალიან ნათლად იკითხება, ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ლომჯარია დგამს"- განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები