"აბსურდია" - ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ექიმი აიდა გოზალოვა, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს
სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მედიკოსი აიდა გოზალოვა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას აბსურდულს უწოდებს. მედიკოსის თქმით, მათთვის მნიშნელოვანი მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობაა.
აბსურდია, მე ამ ქვეყნის მოქალაქეც არ ვარ და არანაირი ინტერესი არაფერში არ მაქვს, ჩვენთვის, ყველასთვის, არის პაციენტის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი, დანარჩენ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან ჩვენ შეხვედრა არ ვიცით, რომელ საათზეა, სად არის და როცა გამოქვეყნებული იქნება, დამთავრებული იქნება ჩვენი დასკვნა, ოფიციალურად ქალბატონი ნინოსგან მიიღებთ ყველანაირ ინფორმაციას, - თქვა აიდა გოზალოვამ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს თავს დაესხა და მედიკოსები მიკერძოებულებაში დაადანაშაულა.