გთხოვთ, წვლილი შეიტანოთ საქართველოსთვის სამოქალაქო დაპირისპირების აცილებაში - ,,პენცენტრის" მიმართვა უცხოელ დიპლომატებს

17.11.21 17:52
გთხოვთ, წვლილი შეიტანოთ საქართველოსთვის  სამოქალაქო დაპირისპირების აცილებაში - ,,პენცენტრის" მიმართვა უცხოელ დიპლომატებს

გთხოვთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი საქართველოს სამოქალაქო დაპირიპირების აცილებაში - საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა გაერთიანება ,,პენცენტრი"  ევროკავშირის, აშშ-ს ელჩებსა და სრულიად დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს,  აქტიურად ჩაერთონ ქვეყანაში შემქნილი კრიზისის მოგვარებაში.

,,პენცენტრი" განცხადებას ავრცელებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და პირადად შეამოწმოთ მოშიმშილეთა პირობები, რათა თავი დავიზღვიოთ იმ დამანგრეველი სცენარისგან, რომელიც ემუქრება ქვეყანას რომელიმე მათგანის სიცოცხლისთვის ზიანის შექმნის შემთხვევაში.

ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური პრეფერენციები გვაქვს, მაგრამ ამ საკითხში ერთიანნი ვართ: სამოქალაქო დაპირისპირებას საქართველო ვეღარ გაუძლებს, ყველაფერი კი სწორედ აქეთკენ მიდის. გთხოვთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი ამ სცენარის არიდებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის დაპატიმრებული და შიმშილობს, პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია ყოფილი პრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, პარლამენტის ათი წევრი მოშიმშილეებისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს, მომღერალი პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს, ათობით აქტივისტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შიმშილობს, საზოგადოება პოლარიზებულია და ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ვითარება მოულოდნელი და ქვეყნისთვის დამაზიანებელი სცენარით განვითარდეს — აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები