სააკაშვილი ვერ გადავა სამოქალაქო კლინიკაში - სალომე ზურაბიშვილი

17.11.21 18:20
სააკაშვილი ვერ გადავა სამოქალაქო კლინიკაში - სალომე ზურაბიშვილი

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანი საკითხი - მოქმედი პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია. 

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი რიგითი პატიმარი არ არის, ამიტომ ვერ გადავა სამოქალაქო კლინიკაში. 

თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო სივრცეში, ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე, რომელთა დაზღვევაც ურთულესია"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მოქმედი პრეზიდენტი იქვე ამბობს, რომ  ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით:

არ უნდა გაჩნდეს არანაირი კითხვა, თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას შიმშილობისას, თუ მისი შეწყვეტის შემდეგ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ხელისუფლებას მოუწოდა, საზოგადოებას სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდოს:

საზაოგადოებას სრული უფლება აქვს, ჭორების, ურთიერთგამომრიცხავი ცნობების და სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მიიღოს ყოველდღიური, ამომწურავი, სანდო და დეტალური ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ"- დასძინა მან. 

მსგავსი სიახლეები