News Feed-ის დევნას არ ვაპირებთ, იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილებები - მამუკა მდინარაძე

01.06.26 15:43
News Feed-ის დევნას არ ვაპირებთ, იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილებები - მამუკა მდინარაძე

როგორ უნდა გააკონტროლოს სამინისტროს ათ კაციანმა სამმართველომ ფეისბუქის სამი მილიონი მომხმარებელი  - მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სამიზნე აუდიტორიის შერჩევა კონკრეტული პრინციპით არ მოხდება.

მისი თქმით, ინფორმაციის მიწოდების ხაზი იქნება ორი - ერთი, თუ ადამიანი თავად შეიტანს საჩივარს, შემდეგ გახდება ამ საჩივრის დაკვალიფიცირება, მონიტორინგი და მეორე, ინფორმაცია, რაც საჯარო იქნება.

პრინციპი, რომ სამიზნე აუდიტორია შეირჩევა, ეს პრინციპი არ იქნება, ჩემი აზრით და მეც ჩავერევი, ვიღაც თუ გადაწყვეტს დავუშვათ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია, ესა და ეს პოლიტიკური ჯგუფი, ესა და ეს სოციუმი, პირთა ესა და ეს წრე, ეს იქნება უხეში შეცდომა. ამას შსს-ში დღეს არავინ დაუშვებს. ინფორმაციის მიწოდების ხაზი იქნება ორად ორი, ერთი, თუ ადამიანი თავად შეიტანს საჩივარს, შემდეგ გახდება ამ საჩივრის დაკვალიფიცირება, მონიტორინგი და მეორე, რაც საჯარო იქნება და საჯარო წყაროებში იქნება გარკვეული მონიტორინგი ზოგადად ყოველგვარი კონკრეტული პირთა წრის გამორჩევის გარეშე, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ისინი არ აპირებენ, “ნიუსფიდს“ სდიონ.

ჩვენ ნიუსფიდს რომ ვსდიოთ, ამას არ ვაპირებთ, იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილებები, უხეში პრეცედენტები- შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი უხეში პრეცედენტები იყოს გამოვლენილი საიმისოდ, რომ შემდეგ ადამიანებმა გადაწყვიტონ რა არის გადაცდომა და რა არა, რა არის დანაშაული და რა არა, - თქვა მან. 

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო შსს-ში დღეიდან ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს.