ირაკლი აბესაძე განმარტავს, რა საფრთხე ემუქრება ბრიტანეთის სანქცირების შემთხვევაში, ივანიშვილის ქონებას, რომელიც ოფშორულ ზონებში აქვს

01.06.26 17:14
ირაკლი აბესაძე განმარტავს, რა საფრთხე ემუქრება ბრიტანეთის სანქცირების შემთხვევაში, ივანიშვილის ქონებას, რომელიც ოფშორულ ზონებში აქვს

"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციები ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იქნება, რადგან მისი ქონების ნაწილი ჯერ კიდევ რჩება ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ ოფშორულ ზონებში.

აბესაძე დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება, რომელსაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქციებთან მიმართებით, ძალიან ახლოსაა ივანიშვილის სანქცირების გადაწყვეტილებასთან. 

მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ, კაიმანის კუნძულებზე, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ჯერ კიდევ რჩება ივანიშვილის ქონების ნაწილი, ეს არის, მაგალითად, ივანიშვილის ცემენტის წარმოება, რომელსაც ის ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს, ასევე მტკვარი ჰერი, აქსის თაუერსი, გალერეა თბილისი, სოფლის მეურნეობის წარმოება და სხვა მნიშვნელოვანი ბიზნესები, ანუ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების ქონება, კვლავ რჩება ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ოფშორულ ზონებში, ივანიშვილის საკუთრებაში. შესაბამისად, ამ ტიპის სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იქნება ივანიშვილისთვის და ბრიტანეთის ხელისუფლება, რომელსაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქციებთან მიმართებით, დარწმუნებული ვარ, ძალიან ახლოს არის, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ხელისუფლების წარმომადგენლებზე პასუხისმგებელი პირის, ივანიშვილის სანქცირების შესახებ, - განაცხად აბესაძემ. 

  • ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს - “მაგნიტსკის აქტის“ ავტორმა ეს განცხადება “ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
  • მისი თქმით, სანქციები მუშაობს და დაწესებული შეზღუდვების გამო ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია.
  • მან იმედი იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთის მთავრობა, სხვა მთავრობების მაგალითს მიჰყვება და მას სანქციების სიაში დაამატებს.

 

მსგავსი სიახლეები