"სიკვდილის მაღალ რისკთან არის ასოცირებული" - სახალხო დამცველის ექსპერტები მიხეილ სააკაშვილზე

18.11.21 11:14
"სიკვდილის მაღალ რისკთან არის ასოცირებული" - სახალხო დამცველის ექსპერტები მიხეილ სააკაშვილზე

სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის საგანგაშო დასკვნის გასაჯაროებიდან 12 საათი გავიდა, თუმცა ხელისუფლება ისევ დუმილის რეჟიმშია. მედიკოსები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მულტირპოფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ფატალური შედეგი შესაძლოა, რამენიმე დღეში დადგეს. 

თუ ეს ასე გაგრძელდა, რამდენიმე დღის, ვთქვათ, ერთ კვირიან, ათ დღიან შუალედში წონაში კლება თუ ასე გაგრძელდა, ეს გადავა უკვე ზემძიმე შიმშილის კატეგორიაში, რაც სიკვდილის მაღალ რისკთან არის ასოცირებული. აქვს გამოხატული ენცეფალოპათია, აქვს გარკვეული პრობლემები მოკლე მეხსიერებაში, კოორდინაციაში, აქვს სისუსტე, აქვს კალიუმის მკვეთრი დეფიციტი, რაც მიდრეკილებას აჩენს რთული არითმიების განვითარების, - ამბობს გიორგი პოპიაშვილი. 

 ექიმ  გრიგოლ ხურციძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, რის გამოც მოკლე ვადაში კომატოზურ მდგომარეობაში გადავა. 

 გადასაყვანია მულტიპროფილურ ჰოსპიტალში, სადაც ხელმისაწვდომია პოლიპროფილური სპეციალობის ექიმები. თუ არ გადაიყვანენ, ის არ აპირებს, როგორც გამოგვიცხადა, შიმშილობის შეწყვეტას. თუ შიმშილობას არ შეწყვეტს, რაღაც ერთ კვირაში, ათ დღეში კომატოზურ მდგომარეობაში გადავა და კომატოზურ მდგომარეობას როგორ უმკურნალებენ, არ ვიცი, - ამბობს მედიკოსი გრიგოლ ხურციძე. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა საბოლოო დასკვნა გუშინ დადო. ექიმების ინფორმაციით, გლდანის N 18-ე  სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საჭირო რესურსი არ არის, რაც მსჯავრდებული პრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას ნიშნავს. 

მსგავსი სიახლეები