ივანიშვილი დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად იქნება დასანქცირებული - ოპოზიცია
მას შემდეგ, რაც ბროუდერმა დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის სანქცირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, ოპოზიციაში გაჩნდა მოლოდინი, რომ დღეს თუ ხვალ ეს აუცილებლად მოხდება და ივანიშვილს დაასანქცირებენ.
მათი თქმით, ამას აჩვენებს ტრაექტორია, რაც ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ აიღო, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ.
კოალიცია “ცვლილებების“ წვერი, გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, “ეს ტრაექტორია ცალსახად აჩვენებს, რომ ამ რადარზე არის ბიძინა ივანშვილი და მისი გარემოცვა.“
ბიძინა ივანიშვილი დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად იქნება დასანქცირებული, ამას აჩვენებს ის ტრაექტორია, რაც ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ აიღო, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, ეს ტრაექტორია, ასევე ცალსახად აჩვენებს, რომ ამ რადარზე არის ბიძინა ივანშვილი და მისი გარემოცვა. როგორც წესი, გარემოცვა სანქცირდება ხოლმე და ეს სიგნალი არის რუსი ოლიგარქებისთვის, რომ მათაც მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ გაითვალისწინებენ და არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ანტისახელმწიფოებრივი არ არის და ანტიჰუმანური არ არის, ამაზე დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს ქართველი ხალხისთვის და საგარეო პოლიტიკური კურსისთვის ივანიშვილი, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
“ლელო ძლიერი საქართველოს“ წვერი, თაზო დათუნაშვილის თქმით, ბროუდერი ამ საქმის სპეციალისტია და მისი საქმე არ არის რაიმე მოუწოდოს ან რეკომენდაცია გაუწიოს ბრიტანეთის ხელისუფლებას.
ბროუდერი ამ საქმის სპეციალისტი, ის არის მაღალი დონის მცოდნე იმისა, თუ სანქცია, როგორც ინსტრუმენტი, არაჰუმანური ტირანიული ძალების წინააღმდეგ როგორ იქნას გამოყენებული, ჩემი საქმე არ არის ამაზე ვისაუბრო, რაიმე მოვუწოდო, ან რეკომენდაცია გავუწიო ბრიტანეთის ხელისუფლებას. ჩემი სურვილია, ჩვენ ვიყოთ სახელმწიფო და ქვეყანა, რომლის ხელმძღვანელებსაც, ცივილიზებულ სამყაროში არ ასანქცირებენ. მე ამისთვის ვიბრძვი ყოველდღიურად, რომ ასეთი ქვეყანა აღარ ვიყო - თქვა თაზო დათუნაშვილმა.
- ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს - “მაგნიტსკის აქტის“ ავტორმა ეს განცხადება “ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
- მისი თქმით, სანქციები მუშაობს და დაწესებული შეზღუდვების გამო ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია.
- მან იმედი იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთის მთავრობა, სხვა მთავრობების მაგალითს მიჰყვება და მას სანქციების სიაში დაამატებს.