მათ შეიძლება, სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ - "ოცნება" სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი, სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას არ ენდობა. დავითულიანს ექსპერტთა ჯგუფის მიკერძოებულობის მტკიცებულებად სოციალურ ქსელში მათ მიერ გავრცელებული სტატუსები მოჰყავს.
პენიტენციური სისტემა წარმოადგენს ამ მომენტში და ამ შემთხვევაში ამ სახელმწიფოს იმ უწყებას, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა.
სახალხო დამცველს არავითარი პასუხისმგებლობა არ აქვს გარდა იმისა, რომ წარმოადგინოს შეფასება. არ ვიცი, ექიმების კონსილიუმის დასკვნა სუბიექტური არის თუ არა, მაგრამ იქ შემავალი ადამიანების სტატუსები რომ წამაკითხეს, მივხვდი რომ... მათ შეიძლება, სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არასწორი დასკვნა დაწერეს", - ამბობს დავითულიანი.