სანქციები მუშაობს - ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს

01.06.26 20:45
სანქციები მუშაობს - ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს

ბილ ბროუდერი დიდ ბრიტანეთს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს. "მაგნიტსკის აქტის" ავტორი,  "TV პირველთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილის ბიზნეს ინტერესები დიდ ბრიტანეთში ცნობილია კირ სტარმერის მთავრობისთვისაც. ბროუდერმა ეს საქმე ყველაზე კარაგად იცის, ის იყო ადამიანი, რომელმაც დასავლეთის 35 სახელმწიფოს პუტინის რეჟიმის მსახურები დაასანქცირებინა. ახლა იმავეს დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან ითხოვს, რადგან ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციები მუშაობს.

ბიძინა ივანიშვილი დიდი ბრიტანეთის ოფშორულ ზონებში ქონებას ისევ ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი სანქციების გამო ოლიგარქმა ქონების დიდი ნაწილი საქართველოში 2025 წლის დასაწყისში გადმოიტანა, ის ვირჯინიისა და კაიმანის კუნძულებზე ისევ ინახავს ცემენტის წარმოებას, მტკვარი ჰესს, აქსის თაუერსს, გალერია თბილისს, სოფლის მეურნეობის წარმოებას და სხვა მნიშვნელოვან ბიზნესებს, ამიტომ დიდი ბრიტანეთის სანქციები ოლიგარქისთვის დიდი დარტყმა იქნება.

ის ვინც დიდი ბრიტანეთის სასანქციო პოლიტიკას კარგად იცნობს ამბობს, რომ ივანიშვილს სანქციების თანდათან უახლოვდება. პრემიერ სტარმერის მთავრობამ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის უკვე დაასანქცირა "ოცნების" კონტროლირებადი "იმედი" და PosTV-ი. იქამდე იყო "ქართული ოცნების" ძალოვნებისთვის დაწესებული სანქციები. ადამიანის უფლებების დარღვევისა და მოქალაქეების წამების გამო - ბრიტანეთის მთავრობამ "ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და სპეცრაზმის უფროსი დაასანქცირა . ახლა ჯერი მმართველობის ზედა რგოლზეა - ამბობს ოპოზიცია.

დეტალებით ინა ცარციძე