სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა სავალდებულო წესით უნდა იქნეს გაზიარებული - ბექა ბასილაია

18.11.21 11:26
სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა სავალდებულო წესით უნდა იქნეს გაზიარებული - ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია, თვლის, რომ  სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მთავრობამ სავალდებული წესით უნდა გაიზიაროს. მისი თქმით, კონსილიუმი მაღალი რეპუტაციის მქონე, დამოუკიდებელი  მედიკოსებისგან შედგება, რომელთა დასკვნაც დაცვის მხარის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს. 

ის კონსილიუმი, რომელიც შეიკრიბა, არის მაღალი კომპეტენციის და ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმებისგან დაკომპლექტებული. შესაბამისად, მათი დასკვნა არა მხოლოდ ყურადსაღებია, მათი დასკვნა სავალდებულო წესით უნდა იქნეს გაზიარებული და ამ დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნის ყოველი წუთი მისი სიცოცხლისთვის არის საფრთხის შემცველი. ეს დასკვნები სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს და რასაც ჩვენ ვასაბუთებდით და ვითხოვდით ამ დრომდე, დამატებითი უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებელი ორგანოს დამოუკიდებელი პირების, დამოუკიდებელი კონსილიუმის, გაცემული დასკვნით გამყარდება, - თქვა ბასილაიამ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა საბოლოო დასკვნა გუშინ დადო. ექიმების ინფორმაციით, გლდანის N 18 -ე სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საჭირო რესურსი არ არის, რაც მსჯავრდებული პრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას ნიშნავს.  

მსგავსი სიახლეები