"თუ ვინმე ამჟღავნებს ამ ქვეყანაში სიძულვილის ენას, ესენი არიან "ოცნების" წარმომადგენლები" - ლევან გოგიჩაიშვილი

01.06.26 22:54
"თუ ვინმე ამჟღავნებს ამ ქვეყანაში სიძულვილის ენას, ესენი არიან "ოცნების" წარმომადგენლები" - ლევან გოგიჩაიშვილი

"თუ ვინმე ამჟღავნებს ამ ქვეყანაში სიძულვილის ენას, ესენი არიან "ოცნების" წარმომადგენლები" - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა და შსს-ს მიერ საჯარო სივრცის მონიტორინგის ამოქმედებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, "სიძულვილის კორიანტელი, რომელიც ქვეყანაშია დატრიალებული, "ქართული ოცნებიდან" და მათ მიერ შექმნილი ტროლებიდან არის წამოსული. 

თუ ვინმე ამჟღავნებს ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო 2 წელია, არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ, სიძულვილის ენას, სიძულვილის ენით საუბრობს, იწყევლება, იგინება, უზრდელობს, ესენი არიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები -  ქალაქის მერი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტში, სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ სამარცხვინო გამოსვლა ერთ-ერთი დეპუტატის, თეა წულუკიანის, რაები ისაუბრა, პოლიციელებს რა მიმართვა გაუკეთა - ისე გალახეთ ხალხი, ვიდეოზე მაინც არ გადაგიღონო. ეს ადამიანები არიან შემდგომ ამათი შექმნილი ტროლები, ამათი შექმნილი ქარხნები, Fake გვერდები, სადაც ყოველდღიურად მიდის პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანების შეურაცხყოფა, ეს არის "ქართული ოცნების" ხელწერა, თავიდან ბოლომდე ეს სიძულვილის კორიანტელი, რაც ამ ქვეყანაში არის დატრიალებული, ეს არის "ქართული ოცნებიდან" წამოსული სიძულვილის კორიანტელი. 

შესაბამისად, რა ფუნქცია აქვს გენერალ-კოორდინატორ მდინარაძეს და ამ უწყებას, რომელიც ჩვენ ვნახეთ და დღეს დაგვანახეს ადამიანი, რომელიც იქნება ახალი ნათია მოგელაძე, რომელიც ამ შემთხვევაში გააკონტროლებს ადამიანის პოსტებს, სადამდე მივა, როგორ მივა, როგორ განვითარდება, რა პრეცედენტები შეიქმნება, ამას დრო გვაჩვენებს," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა ახალ სამმართველოზე. 

ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას დღეიდან შეუდგა. 

მსგავსი სიახლეები