"ოცნებას" სურს საზოგადოებას აზრის გამოთქმის შიში გაუჩინოს" - ლევან სამუშია

01.06.26 23:11
"ოცნებას" სურს საზოგადოებას აზრის გამოთქმის შიში გაუჩინოს" - ლევან სამუშია

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, შსს-ს მიერ საჯარო სივრცის მონიტორინგის ამოქმედების მიზანი საზოგადოებაში აზრის გამოთქმის შიშის გაჩენაა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ისე წარმოაჩენს, თითქოს მისი ოპონენტები, ან კრიტიკოსები არიან სიძულვილის ენის წარმომადგენლები და იმათ ებრძვის, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა. 

ამასთან, მისივე თქმით, "ქართული ოცნება" შესაძლოა ახალი სამმართველოთი საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობდეს. 

გაკვირვებით ჩვენ აღარაფერი აღარ გვიკვირს ისეთი სიტუაციაა, მაგრამ ნახეთ რა ხდება, "ოცნება" ისე წარმოაჩენს, თითქოს მისი ოპონენტები, ან კრიტიკოსები არიან სიძულვილის ენის წარმომადგენლები და იმათ ებრძვის. მაგრამ ხომ ვხედავთ, რომ პირიქით არის, წარსული ვნახეთ, უმაღლესი თანამდებობის პირები, შეიძლება მთელი ეთერი არ გვეყოს, რომ ჩამოვთვალოთ, რომლებიც უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებოდნენ და იგინებოდნენ. ესენი როგორ წარმოაჩენენ იცით? - კორუფციას რო ებრძვიან დაახლოებით, ანუ თავისი გუნდის ყოფილ მაღალჩინოსნებს, პრემიერ-მინისტრი, უსაფრთხოების სამსახური მისი უფროსი, მისი მოადგილე, მინისტრები და არ დარჩენილა ხალხი, დააკავეს და მერე გეუბნებიან, რომ მადლობა გადაგვიხადეთო კორუფციას ვებრძვითო. დაახლოებით ეს სიტუაციაა ახლაც აქ. 

სავარაუდოდ, სურთ საზოგადოებას აზრის გამოთქმის შიში რომ გაუჩინონ. პირველ რიგში, ადამიანმა არ იცის, რას როგორ ჩაუთვლიან. [...]

მეორე მთავარი მიზანი რა შეიძლება იყოს, ყურადღების გადატანა," - განაცხადა ლევან სამუშიამ. 

ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას დღეიდან შეუდგა.