ამერიკული დელეგაციის განცხადება - რას ამბობს ოპოზიცია ვაშინგტონის პოლიტიკურ გზავნილზე

02.06.26 12:18
ამერიკული დელეგაციის განცხადება - რას ამბობს ოპოზიცია ვაშინგტონის პოლიტიკურ გზავნილზე

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებას საქართველოში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები განსხვავებულად განმარტავენ ვაშინგტონის გზავნილებს — ნაწილი პოლიტიკური ინსტიტუტების გამოყენებისა და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტების აღდგენა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა.

ამერიკული გზავნილი პოლიტიკურ პროცესებში ოპოზიციის აქტიური მონაწილეობის აუცილებლობად ესმის „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას. 

მე ვფიქრობ, აშშ-ს გზავნილი არის სრულიად მკაფიო და ნათელი, ოპოზიციისს ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში, ისე, როგორც წარმომადგენლობის პროცესში, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამართული, ფუნქციონალური დემოკრატიის მიღწევის მიზნით. ბრძოლის ყველა ბერკეტი და ინსტრუმენტი უნდა იქნას ათვისებული და გამოყენებული და არცერთი მათგანის, არც არჩევნების და არც რომელიმე პოლიტიკური ინსტიტუტის გაშვება და არგამოყენება არ არის და ვერ იქნება სწორი, როდესაც იბრძვი ჰიბრიდული რეჟიმის პირისპირ. რაც იყო, იყო. მე ვთვლი, რომ 2024 წლის არჩევნები სხვა სპეციფიკის არჩევნები იყო, ის ეროვნული მთავრობის ლეგიტიმაციას ეხებოდა, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ ნვახეთ 2025 წლის არჩევნები, რომელიც არ ეხებოდა იმავეს და რომელიც, სამწუხაროდ, ხელიდან იქნა გაშვებული მთელი რიგი ოპოზიციური ძალების მიერ როგორც შესაძლებლობა ბრძოლისა და მანდატის მოპოვების შესაძლებლობა, ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენ აქედან უნდა ვისწავლოთ მკაფიო გაკვეთილი, - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

"ოცნების" ოპონენტების ნაწილისგან განსხვავებით, გახარიას გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ აშშ-ის განცხადებაში მკაფიოდ იკითხება კრიტიკა იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, რომლებიც არჩევნებსა და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. 

აშშ-თვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილურობა, იმიტომ, რომ სამხრეთ კავკასიის კონტექსტი, მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტ ტრაპისთვის არის ძალიან მნიშნელოვანი და სტაბილურობა არ არსებობს კანონის უზენაესობის გარეშე. კანონის უზენაესობის ნაწილია, რომ ადამიანს მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ჩაგრავენ. ზოგი ციხეშია, ზოგი ნაცემია, არავინ, ფაქტობრივად, გადმოგდებულად არის დასჯილი 5 კაცი 500 კაცის ცემის გამო. ეს ხომ აბსურდია? არავის არ სჯერა, რომ რეალურად მართლმსაჯულება დადგა. ჩვენს გუნდთან შევედრაზეც ალიან მკაფიოდ და ღიად დააფიქსირეს ეს პოზიცია და უბრალოდ, ახლა ფურცელზე გადმოიტანეს, რომ წარმოუდგენელია ამბავია, ამ შემთხვევაში, პოპოზიციური პარტია მანდატებზეც უარს ამბობდეს, არჩევნებშიც არ იღებდეს მონაწილეობას, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური პარტია კი არ არის, რაღაც გაურკვეველი კლუბური წარმონაქმნია, ეს წერია სწორედ ამ განცხადებაში. და ეს იცით რისი შედეგია? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, მხოლოდ ხელისუფლება კი არ არის კორუმპირებული, კორუმპირებულია ოპოზიციის არც თუ ისე მცირე ნაწილი,- ამბობს ანა ბუჩუკური. 

სრულიად განსხვავებულ აქცენტებს აკეთებს "დროას" წევრი გიგა ლემონჯავა, რომლის შეფასებითაც, განცხადების მთავარი გზავნილი „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და კონკრეტული პირობების შესრულების აუცილებლობაა. 

ჩვენი ბრძოლის მთავარი შინაარსი უსტად ეგ არის, რომ ხახლმა დაიბრუნოს მიტაცებული ინსტიტუტები. მას შემდეგ, რაც ხალხი ამ ინსტიტუტებს დაიბრუნებს, ბუნებრივია, რომ დემოკრატიული პროცესი წარიმართება არა ქუჩაში, არამედ დემოკრატიულ ინსტიტუტებში. ოღონდ, ეს არის შეუძლებელი ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარეშე. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმეს ითხოვს (აშშ) ან რაიმე კონკრეტული მითითება შეიძლება, არებობდეს შტატების მხრიდან, ეს არ არის ურთიერთობის ნორმალური ფორმატი და ეს ასე არც არის. არავინ არაფერს ითხოვს, მათ შორის, შეუძლებელია, ვინმემ მიგითითოს რა უნდა იყოს შენი ბრძოლის სტრატეგია. ჩემი აზრით ეს არის კრიტიკული პოზიცია ე.წ. ხელისუფლების მიმართ, რომელმაც დემოკრატიული ინსტიტუტები მიიტაცა, გააუქმა სახელმწიფო, პრაქტიკულად. ამ განცხადებაში ხომ ყველა დეტალის ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა? აქ არის ჩაწერილი მთავარი გზავნილები და მთავარი გზავნილი, რასაც ამ განცხადებაში ვკითხულობთ, არის შემდეგი: რომ იმისთვის, რომ საერთოდ, დაელაპარაკონ "ქართულ ოცნებას", არა ვითარების ნორმალიზება მოხდეს, არა მათი აღიარება მოხდეს, არამედ საერთოდ კომუნიკაცია არსებობდეს, ამისთვის არის საჭირო კონკრეტული წინაპირობების შესრულება. ერთი, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, მეორე ეს არის საქართველოს და აშშ-ს მტრების - რუსეთის, ირანის, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენების შეზღუდვა ამ ქვეყანაში, - ამბობს გიგა ლემონჯავა. 

ერთიანი ოპოზიციური მოქმედებების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ დასავლელი პარტნიორებისთვის მკაფიო პოლიტიკური ხედვა უნდა ჩამოაყალიბოს. 

ოპოზიციას აქვს ის საშინაო დავალება, რაც არსებული მოცემულობით უკვე გათვალისწინებულია. ფაქტია, რომ დღეს "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია არ გააჩნია და ეს უზრუნველყო სწორედ ოპოზიციის საერთო ერთიანმა მოქმედებამ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთიანი მოქმედებები გაგრძელდეს, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით, როგორ ვუყურებთ ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, რომელი კანონები უნდა გაუქმდეს, რომელიც ზღუდავს სიტყვის, აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ოპოზიციურმა ველმა უნდა მოახერხოს, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ხედვა, როგორ ვუყურებთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის არჩევნების ჩატარებას, რომ დასავლელ პარტნიორებს ჰქონდეთ შემდგომ მყარი საფუძვლები, რომ მოითხოვონ ქართველი ხალხის სახელით მკაცრი პოზიცია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირები,  - ამბობს ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი. 

25-28 მაისს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია, რომელმაც შეხვედრები გამართა როგორც "ოცნების" ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასრულების შემდეგ აშშ-ის საელჩომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობასთან კონსტრუქციული და მომავალზე ორიენტირებული ურთიერთობებისთვის ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა დააფიქსირა, ასევე ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების ინტერესს. ამავე განცხადების თანახმად, ოპოზიციასთან შეხვედრებისას დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციის მიმართ მოპყრობის საკითხებზე.

მსგავსი სიახლეები