ვნერვიულობ პრეზიდენტსა და ელენე ხოშტარიაზე - პაატა ბურჭულაძე

18.11.21 11:59
ვნერვიულობ პრეზიდენტსა და ელენე ხოშტარიაზე - პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელიც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მესამე დღეა, შიმშილობს, აცხადებს, რომ თავს ჯერჯერობით მხნედ გრძნობს, თუმცა მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას მდგომარეობა ანერვიულებს. 

ბურჭულაძემ ასევე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის  განცხადება შეაფასა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. მსოფლიო ბანის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მკაფიო პოზიცია არ დააფიქსირა, რამაც დაუტოვა განცდა, რომ პრეზიდენტმა ხელები დაიბანა. 

ფიზიკურად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ჯერჯერობით, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ თუ რა მოხდება იქ, ჩვენს პრეზიდენტზე და ელენე ხოშტარიაზე. პრეზიდენტის განცხადება, როგორც ყოველთვის, იყო აბსოლუტურად გაუგებარი ჩემთვის და ძალიან გრძელი და ძალიან მოსაწყენი, მაპატიოს პრეზიდენტმა. გამოვიტანე ეგეთი დასკვნა, რომ მე ხელებს ვიბან, რაც გინდათ, ის გააკეთეთ. აი, ასეთი იყო მისი განცხადება. არც იქეთ, არც აქეთ. რაღაც ხომ უნდა თქვა ადამიანმა, შენი პოზიცია რა არის. მე ვასახელებ: ჩემი პოზიციაა მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გადავიყვანოთ და გადავარჩინოთ ეს ადამიანი. ასეთი ხელების დაბანა არ გამოვა. ყველა თავის დროზე აგებს ამაზე პასუხს. მთავარია, ახლა გადავარჩინოთ ჩვენი პრეზიდენტი და ელენე ხოშტარია. უკვე ორი ადამიანი გვყავს გადასარჩენი. დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში, დღეს თუ ხვალ, ჩვენ მივაღწევთ გამარჯვებას,   - თქვა ბურჭულაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები